Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აღმოსავლეთმცოდნეობის პირველი ინტერდისციპლინური საერთაშორისო სიმპოზიუმი

დავით ბააზოვი – 140

ებრაული იდენტობა და კულტურა იმპერიულ სივრცეებსა და იმპერიებს შორის

თბილისი, 20 - 21 დეკემბერი, 2023

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტის, ისრაელის ცენტრისა და კულტურის კვლევების ს/ს ინსტიტუტის ორგანიზებით, დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმის მონაწილეობითა და ისრაელის სახლის მხარდაჭერით ა/წ. 20-21 დეკემბერს გაიმართება აღმოსავლეთმცოდნეობის პირველი ინტერდისციპლინური საერთაშორისო სიმპოზიუმი: დავით ბააზოვი – 140; ებრაული იდენტობა და კულტურა იმპერიულ სივრცეებსა და იმპერიებს შორის.

 

წელს დაბადებიდან 140 წელი უსრულდება საზოგადო მოღვაწეს, საქართველოში სიონისტური მოძრაობის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფუძემდებელს, რაბინ დავით ბააზოვს. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართველ ებრაელთა ეროვნული თვითშეგნებისა და განათლების ამაღლების საქმეში. მის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოში ებრაული სკოლებისა და გაზეთების დაარსება. დავით ბააზოვს ცხოვრება სამ, ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებულ პოლიტიკურ და იდეოლოგიურ კონტექტში მოუწია: თავდაპირველად ეს იყო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფი საქართველო, შემდგომ - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხანმოკლე პერიოდი (1918-1921), დაბოლოს - საბჭოთა საქართველო. მიუხედავად ამისა, დავით ბააზოვის მოღვაწეობა განუხრელად იყო მიმართული საქართველოში ებრაული ეროვნული იდენტობის გაძლიერებისაკენ. დავით ბააზოვი შეიძლება მივიჩნიოთ ებრაელთა ეროვნული სულისკვეთების ერთგვარ სიმბოლოდ, რომელიც მე-19 და მე-20 საუკუნეების გარდამტეხი და ტრაგიკული მოვლენების მიუხედავად, მიისწრაფოდა ებრაელი ერის გაერთიანებისა და გაძლიერებისაკენ.

 

ასევე, დავით ბააზოვის სახელთანაა დაკავშირებული ქართველ ებრაელთა შორის სიონისტური წრეების ჩამოყალიბება. 1903 წელს იგი მონაწილეობდა ბაზელის სიონისტურ კონგრესში. 

 

მე-19 და მე-20 საუკუნეებში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ებრაული თემების ისტორიისათვის როგორც მრავალი საერთო, ასევე ბევრი განმასხვავებელი ასპექტია დამახასიათებელი. იმპერიულ სივცეებში, დამოუკიდებელ ეროვნულ სახელმწიფოებში, ტოტალიტარულ რეჟიმებში მცხოვრებ სხვადასხვა ებრაულ თემს, ერთი მხრივ, აერთიანებდა საერთო პოლიტიკური და იდეოლოგიური კონიუნქტურა, ხოლო, მეორე მხრივ, განასხვავებდა კულტურული კონტექსტები, რომლებშიც მათ უხდებოდათ ცხოვრება. შესაბამისად, განსხვავებულად უმკლავდებოდნენ მათ წინაშე მდგარ გამოწვევებს.

 

სიმპოზიუმის მიზანია, მე-19 და მე-20 საუკუნის ებრაული ისტორიის, კულტურისა და იდენტობის კვლევის სფეროში აკუმულირებული ცოდნისა და აქტუალური პრობლემების წარმოჩენა და მათი მულტიდისციპლინურ ჭრილში განხილვა, სხვადასხვა ებრაული თემის ისტორიისა და იდენტობის მოდელების მსგავსი და განმასხვავებელი ასპექტებისა და მათი შედარებითი კვლევების შესაძლებლობათა გამოვლენა.

 

სიმპოზიუმი მულტიდისციპლინურია და მონაწილეობის მისაღებად იწვევს მკვლევრებს ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სხვადასხვა სფეროდან, რომლებიც იკვლევენ ებრაული ისტორიის, კულტურის, იდენტობისა და მეხსიერების მრავალფეროვან პრობლემატიკას.

 

სიმპოზიუმი მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) შემდეგ მიმართულებებს:

  • სიონისტური მოძრაობის ფილოსოფია და ისტორია;
  • ალია ერეც ისრაელში;
  • ებრაელთა მიგრაცია და იდენტობა – ებრაული თემები იმპერიულ სივრცეებში;
  • ებრაული იდენტობა და კულტურა ტოტალიტარულ რეჟიმებში;
  • ქართველი ებრაელი მწერლები საქართველოსა და ისრაელში;
  • ებრაული რელიგიური და სეკულარული იდენტობები;
  • ებრაული ენა და საგანმანათლებლო ცენტრები – წარსული და თანამედროვეობა;
  • ებრაული მატერიალური კულტურის ძეგლები.

 

სიმპოზიუმის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო.

ძირითადი სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.

რეგლამენტი:

მოხსენება – 20  წუთი;

მსჯელობა – 10 წუთი;

მნიშვნელოვანი თარიღები:

სიმპოზიუმის ჩატარების თარიღი:  20 - 21 დეკემბერი, 2023

თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადა –  20 ნოემბერი, 2023

ინფორმაცია მონაწილეობის შესახებ – 1 დეკემბერი, 2023

სარეგისტრაციო თანხის გადახდის ბოლო ვადა – 3 დეკემბერი, 2023  

თეზისების გაფორმების სტილი: APA (ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია).

თეზისების მოცულობა თითოეულ ენაზე:  300-500 სიტყვა;

გთხოვთ,  გაითვალისწინოთ, რომ  დაგვიანებით გამოგზავნილი თეზისები არ მიიღება.

სიმპოზიუმში მონაწილე მომხსენებელთათვის განსაზღვრული სარეგისტრაციო  

გადასახადი (თანხმობის წერილის მიღების შემდეგ):  

ქართველი მომხსენებლებისთვის – 100 ლარი;

უცხოელი მომხსენებლებისთვის – 100 ევრო;

ქართველი თანაავტორებისათვის – 120 ლარი;

უცხოელი თანაავტორებისათვის  –   120 ევრო;

მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის ქართველი სტუდენტებისათვის 

50 ლარი;

უცხოელი სტუდენტებისათვის – 50 ევრო.

 

 

საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები:

ანგარიში ეროვნულ ლარში (GEL):

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: 204864548;

მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ეროვნული ანგარიში;

მიმღები ბანკი –  სახელმწიფო ხაზინა;

ბანკის კოდი – TRESGE22;

მიმღების ანგარიში / სახაზინო კოდი: 708967253.

 

სარეგისტრაციო თანხაში შედის:

  • სიმპოზიუმის გახსნის ცერემონიაზე დასწრება (20 დეკემბერი, 2023);
  • სიმპოზიუმის ყველა სესიაზე დასწრება (20-21 დეკემბერი, 2023);
  • სიმპოზიუმის პროგრამა;
  • სიმპოზიუმის თეზისები;
  • სერტიფიკატი;
  • ყავისა და ჩაის შესვენება;
  • ხემსი;
  • ძველი თბილისის ტური (ავტობუსით).

 

გამოიცემა სიმპოზიუმის თეზისების კრებული (ელექტრონული და ბეჭდური), რომელიც აიტვირთება თსუ ბიბლიოთეკის რეპოზიტორზე და ინდექსირებული იქნება GOOGLE SCHOLAR-ის ბაზაში. შერჩეული მოხსენებები დაიბეჭდება თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ჟურნალებში „აღმოსავლეთმცოდნეობა“, „სპეკალი“ და „ცივილიზაციური ძიებანი“.

სიმპოზიუმის პროგრამაში მოხსენების  ჩართვის შემდეგ, გთხოვთ, მითითებულ ვადაში დაფაროთ სარეგისტრაციო გადასახადი.

 

გადარიცხვისას მიუთითეთ:

  • მომხსენებლის სახელი, გვარი;
  • აღმოსავლეთმცოდნეობის პირველი ინტერდისციპლინური საერთაშორისო სიმპოზიუმი: დავით ბააზოვი – 140

 

საორგანიზაციო კომიტეტის კოორდინატები:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი,  ჭავჭავაძის გამზ. #1, ოთახი N 204, თბილისი, საქართველო.

საკონტაქტო პირები:  ნინო კვირიკაშვილი, ნონა ნებიერიძე, ირინა ნოზაძე, ირმა ჭანტურია.

ელ.ფოსტა: orientalstudies@tsu.ge

 

დანართი პროფესორებისთვის, მითითების წესი